მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

ადრეც მქონდა გეგმაში მსგავსი სტატიის დაწერა, მაგრამ მადრიდელთა მიერ მოგებული პრიმერას შემდეგ თითქოს მიჩუმდა საუბრები “ბარსელონასა” და მსაჯების “საიდუმლო კავშირების” შესახებ. მიუხედავად ამისა, მავანთა და მავანთ დიდხანს არ დაახანეს და მორიგი “სალაყბო ფურცლები” გამოფინეს, სადაც კვლავ იმის განსჯა და ვარამი მიდის, რომ კატალონიელებს მსაჯები ეხმარებიან. ამ საუბრებს დასაბამი “ჩელსისა” და “ბარსელონას” შორის სტემფორდ ბრიჯზე გამართულმა დაპირსისპირებამ დაუდო. ფეხბურთის გულშემატკივართა გარკვეულმა ნაწილმა რთულად გადაიტანა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ახლოს იყო ლიგიდან გავარდნასთან და მაინც არ გავარდა. დღემდე საუბრობენ არდადებულ პენალტებზე, მაგრამ ავიწყდებთ პირველი შეხვედრა, როდესაც  ბოსინგვამ წააქცია ტიერი ანრი და არ დაინიშნა პენალტი, რომელიც სავარაუდოდ გამარჯვებას მოუტანდა კატალონიელებს. ავიწყდებათ ბალაკის ხელით თამაში (0:24). ავიწყდებათ ანელკას სიმულაცია და აბიდალის დაუმსახურებელი წითელი, რომელმაც მთლიანად შეცვალა მატჩის მსვლელობა. ავიწყდებათ მსაჯების ის უამრავი (ხაზგასმით) შეცდომა, რომელთა წყალობითაც კატალონიელები ინტერმა დაამარცხა ერთი წლის შემდეგ.

რაც ყველაზე მთავარია, ავიწყდებათ შარშანდელი ბინძური სეზონი, რომელშიც მსაჯები დაუფარავად გამოხატავდნენ თავიანთ მიკერძოებულობას და დიდწილად განაპირობეს ამდრიდელთა წარმატება. თქვენის ნებართვით, აღარ მოვყვები თითოეული ამ მომენტის ცალკე განხილვას (რომელთა უმრავლესობაშიც მსაჯების ქცევა ამაზრზენად არაპროფესიონალურიც კი იყო) ნახეთ ვიდეო და თავად დარწმუნდით ამაში:

[media=http://www.youtube.com/watch?v=Hthmhi6e4ho]

 

და ბოლოს, მსაჯებმა შესაძლოა მართლაც ვერ დაინახეს, როგორ წააქციეს მესი 2-ჯერ ვალენსიას ფეხბურთელებმა საჯარიმოში. შესაძლოა, ბუსკეტსის წაქცევაც სიმულაციად მოეჩვენათ. შეიძლება, ვერც ის შეამჩნიეს, რომ რონალდო ხეტაფეს საჯარიმოს გარეთ წააქციეს და არა საჯარიმოში. შეიძლება, ვერც ის დაინახეს, რომ იმავე ხეტაფესთან თამაშგარეში მდგომ კეიტას პასი მესიმ კი არა, თავად მოწინააღმდეგემ გაუკეთა უნებლიედ. შეიძლება, ვერც იგუაინის შესანიშნევი გოლკიპერული თვისებები აღმოაჩინეს ვალენსიასთან. შეიძლება, ვერც მალიორკელი ფეხბურთელის ზუსტი პოზიცია გაარჩიეს, როცა იგი ცენტრიდან 2 მეტრით უკან იყო საგოლე პასის მომენტში. შეიძლება შეცდომების მთელი კასკადიც შემთხვევითობა იყო “ოსასუნა“-“ბარსელონას” მატჩში. შესაძლოა მსაჯებს მართლაც თეთრი (!) ბინდი გადაეკრათ და ვერც ის დაინახეს, როგორ გამოიტანა ბურთი ხელით ცარიელი კარიდან ესპანიოლის ფეხბურთელმა.

ასე ხომ ყველაფერი შეიძება მეგობრებო… 

თორნიკე რაზმაძე

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში