მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სონგი და ვილანოვა – ყურადღების ცენტრში გამპერის თასზე

სონგი და ვილანოვა – ყურადღების ცენტრში გამპერის თასზე

ყველაფერი უკვე მზად იყო, საჭირო იყო უბრალოდ მოსვლა. ალექს სონგმა ორშაბათს დილით ”ბარსელონასთან” 5 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, ღამით კი უკვე ტიტო ვილანოვას გუნდის ნაწილი იყო. კამერუნელი, რომელსაც ”ნოუ კამპის” ტრიბუნა დიდი ოვაციით შეხვდა ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი იყო გამპერის თასის წინ გამართული პრეზენტაციის.

განსაკუთრებული შეხვედრა

ყველაფერი 21:20 საათზე დაიწყო. განათებები გაითიშა და მუსიკის თანხლებით სტადიონი ”ოცნების გუნდის” წევრებს შეეგება. კუმანმა, სტოიჩკოვმა და სუბისარეტამ გზა პიკეს, მესის და ვალდესს დაუთმეს. პირველები, ვინც მოედანზე გავიდნენ ახალწვეულები, ალექს სონგი და ჟორდი ალბა იყვნენ. შემდეგ კი მოედანზე დანარჩენი ფეხბურთელები, ნომრების ზრდადობის მიხედვით გავიდნენ. ტრიბუნების განსაკუთრებული ოვაციები მიიღეს აბიდალმა, მესიმ, ვილიამ და პუიოლმა.

პეპი და სეიდუ

შემდეგ კი ტიტო ვილანოვა პირველად მიესალმა ”ნოუ კამპს” მთავარი მწვრთნელის რანგში. მან ასე დაიწყო: ”მინდა მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო პეპ გვარდიოლას და სეიდუ კეიტას იმ 4 შესანიშნავი წლისთვის, რომლებიც მათ გვაჩუქეს. ასევე მახარებს ის, რომ აბიდალი დღეს ჩვენთანაა. თუკი შენს თავში გრძნობ ძალას და სურვილს, მაშინ იმ დრომდე დაგიცდი, რამდენიც საჭირო იქნება. შენი ბრძოლა – ეს ჩვენი ძალაა” – უთხრა ერიკს.

ტიტომ გააგრძელა: ”როგორც კატალონიელეისთვის და კულესთვის ჩემთვის დიდი პატივია ”ბარსელონას” გაწვრთნა. დიდი მადლობა ხუნტას და სპორტულ ხელმძღვანელებს. ჩვენ ბევრს ვიშრომებთ, რათა თქვენ გააგრძელოთ იმ გუნდით სიამაყე, რომელიც მსოფლიოში საუკეთესოა”. მანამდე კი კარლეს პუიოლი ახალწვეულებს მიესალმა და დარწმუნება გამოხატა: ”გუნდს სურს გააგრძელოს ისტორიის წერა და თქვენი დახმარებით ეს შესაძლებელია. იმედი მაქვს, რომ სეზონის ბოლოს კვლავ შევიკრიბებით აქ, რათა ახალი ტიტულების მოგება ავღნიშნოთ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში