ალექსანდრე დიმიტრი სონგი ოფიციალურად კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელია. მან წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და ხელი მოაწერა 5-წლიან კონტრაქტს.
ამ ცერემონიას ესწრებოდნენ “ბლაუგრანას” პრეზიდენტი სანდრო როსელი, ვიცე-პრეზიდენტი ხოსე მარია ბართომეუ, სპორტული დირექტორი ანდონი სუბისარეტა და ფეხბურთელის წარმომადგენელი, დარენ დინი.
კატალონიური კლუბი “არსენალს” 19 მილიონ ევროს გადაუხდის. დღეს საღამოს ალექს სონგის პრეზენტაცია გაიმართება “კამპ ნოუზე”.

