workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გადამწყვეტი ტური “ბარსელონას” 10 ფეხბურთელისთვის

გადამწყვეტი ტური “ბარსელონას” 10 ფეხბურთელისთვის

ალვეში, ვალდესი, ტურე, პიკე, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, პედრო და ვილა. ყველა ეს ფეხბურთელი პარასკევს ფლეი-ოფში გასასვლელ მატჩებს ითამაშებენ. ამათგან შემდეგ ეტაპზე გასვლა მხოლოდ დანი ალვესს აქვს განაღდებული. აი რა უნდა გააკეთონ დანარჩენებმა შემდეგ ეტაპზე გასვლისათვის:

    ბრაზილია – პორტუგალია

ალვეში და მისი თანაგუნდელები აუცილებლად ითამაშებენ ფლეი-ოფში. ჯგუფში პირველ ადგილზე გასვლისათვის ბრაზილიას პორტუგალიასთან ფრე ჰყოფნის. დანი ალვესი პირველად მოხვდა მუნდიალზე ბრაზილიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში.

    კოტ’დივუარი – ჩრდილოეთ კორეა

იაია ტურეს შემდეგ ეტაპზე გასვლა ძალიან რთული იქნება. საჭიროა, რომ ბრაზილიელებმა პორტუგალია დაამარცხონ, თავად აფრიკელებმა კი კორეელები.

ესპანეთი – ჩილე

ნაკრები, სადაც ყველაზე მეტი “ბარსას” ფეხბურთელი თამაშობს, ჯგუფის ლიდერს, ჩილეს ნაკრებს შეხვდება. ესპანელებს მხოლოდ გამარჯვება სჭირდებათ. დელ ბოსკეს შეგირდების გამარჯვება პრაქტიკულად გასვლას ნიშნავს, მაგრამ ყურადღება უნდა მიექცეს შვეიცარიისა და ჰონდურასის მატჩსაც. შესაძლოა ესპანეთს ფრეც აწყობდეს, იმ შემთხვევაში, თუ შვეიცარია ვერ მოუგებს ჰონდურასს.

წყარო: Barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში