ტიტო ვილანოვამ გუშინ პირველად გამართა კონფერენცია ოფიციალური მატჩის შემდეგ: “აუცილებელია სეზონის სწორად დაწყება. უამრავი პოზიტიური რამ მოხდა გუშინ, რაც დასამახსოვრებელია. დიდი ინტენსიურობით ვითამაშეთ მთელი 90 წუთი. საწყის 15 წუთში მართლაც გოლეადა მოვაწყვეთ. აღსანიშნავია ისიც, რომ ვილია დაბრუნდა და გაიტანა. ეს გოლი მას მორალურად გააძლიერებს”.
ესპანეთის სუპერ-თასი სულაც არაა უმნიშვნელო
ჟოან გამპერის თასის შემდეგ “ბარსელონა” მადრიდის “რეალს” დაუპირისპირდება სუპერ-თასისთვის ბრძოლაში. ტიტოს თქმით, მისი გუნდი სულაც არ უყურებს ამ ჯილდოს ზედაპირულად: “არ ვფიქრობ, რომ ეს შეხვედრები უმნიშვნელოა. კარგი შეჯიბრია და უნდა მოვიგოთ. შესაძლოა ეს შეხვედრა პრესტიჟით ვერ უტოლდება სხვა ჩემპიონატებს, მაგრამ სეზონის თითოეული მატჩი უმნიშვნელოვანესია. ეს არის ოფიციალური შეხვედრა მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ”.
ტიტო ვილანოვამ ისარგებლა შემთხვევით და განაცხადა, რომ იგი თავს არ იზღვევდა “რეალთან” მატჩის გამო და სასტარტო თერთმეტეული სულ სხვა მიზნით გადაახალისა: “მე ძირითადის ფეხბურთელების დასახელების დროს გავითვალისწინე მათი დატვირთვა მთელი ზაფხულის განმავლობაში. ზოგიერთმა მათგანმა ბევრი იმოგზაურა და არ დავტვირთე”.
სონგს უამრავ პოზიციაზე შეუძლია თამაში
კატალონიელთა დამრიგებელმა ისაუბრა ასევე ალექს სონგზე, რომელიც დღეს გუნდს შეუერთდება: “ის არის ფეხბურთელი, რომელიც ნამდვილად წაადგება გუნდს. სონგი გაგვაოცებს თავისი მოხერხებულობით, დიდებული მოთამაშეა. ალექსს უამრავ პოზიციაზე შეუძლია თამაში და ძალუძს ბუსკეტსის შეცვლა, რადგან სერხიოს დასვენება დასჭირდება ხოლმე დამღლელი სეზონის განმავლობაში. კამერუნელს ასევე დაცვაშიც გამოვიყენებთ”.
[media=http://www.youtube.com/watch?v=JpJh3TQwLsQ]
