მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კეთილი იყოს შენი მობრძანება, ალექს სონგ!

კეთილი იყოს შენი მობრძანება, ალექს სონგ!

ალექსანდრე დიმიტრი სონგი დაიბადა 1987 წლის 9 დეკემბერს კამერუნის ქალაქ დუალაში. 17 წლის ასაკში იგი ფრანგულ “ბასტიაში” მივიდა პროფესიონალური ფეხბურთის სათამაშოდ. მას შემდეგ, რაც 32 შეხვედრა ჩაატარა სადებიუტო სეზონში, მას თვალი “მეთოფეთა” სკაუტება დაადგეს და წაიყვანეს კიდეც ლონდონში, თუმცა 2005/06 წელს “ჩარლტონ ატლეტიკში” გაანათხოვრეს.

 

1 წლის შემდეგ სონგი დაბრუნდა “არსენალში” და არსენ ვენგერის გუნდის ძირითადი ფეხბურთელი გახდა. 24 წლის ცენტრალურმა მცველმა და ასევე ნახევარმცველმა მოახერხა და 150-ზე მეტი მატჩი ჩაატარა პრემიერ ლიგაში და შეაგდო 7 ბურთი.

 

სონგი ასევე საკვანძო ფიგურაა კამერუნის ეროვნულ გუნდშიც, რომლის უცვლელი წევრია მას შემდეგ, რაც “არსენალში” გადავიდა. ნაკრებში 40-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა და საუკეთესო მიღწევა 2008 წლის აფრიკის თასზე ვერცლის მედალია. განაში ჩატარებულ ჩემპიონატზე კამერუნი ეგვიპტესთან დამარცხდა და ტიტული დათმო.

 

თავიდან სონგი ცენტრალური მცველი იყო, რომელიც ბრწყინვალედ კომბინირებდა, სწრაფად მოძრაობდა და შესანიშნავად ართმევდა მეტოქეს ბურთს. ამის გამო გადაწყდა, რომ იგი იქნებოდა ჩამშლელი ნახევარმცველი, რომელიც ბურთს დაცვიდან ამოიტანდა და შეტევას წარმართავდა. ალექსი საკმაოდ ტექნიკურია და კარგად აკონტროლებს ბურთს. კამერუნელი ასევე ბრწყინვალედ ასპარეზობს მეორე სართულზე. 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=bjbazhvwBe4] 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში