“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ გამოუცხადა ჟურნალისტებს, რომ მისი გუნდი ახალ სეზონს მიუდგება უკეთესი შემართებით და დაარწმუნა ისინი ამის შესაძლებლობებში.
“ვიმედოვნებ, რომ ჩემი გუნდი გამუდმებით გამარჯვებისათვის იბრძოლებს და შეძლებს კიდევაც ამას. – აი რას მოველი ახალი სეზონიდან. ვთვლი, რომ “ბარსელონა” ყველა მატჩში გაიმარჯვებს. აქედან გამომდინარე ვიფიქრებთ და განვიხილავთ თითოეულ ჩატარებულ თამაშს.”
“ბარსა იგებდა ყველგან და ყველაფერს, განსაკუთრებით ბოლო ოთხი წლის მანძილზე. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ ბურთი, მოვთოკოთ ამბიციები და ვიცოდეთ თუ რა მოგველის თითოეული მოწინააღმდეგისაგან.”
“წინა სეზონში გუნდმა შეძლო 4 ტიტულის მოპოვება, კლუბური მუნდიალის ჩათვლით. ყველაფერი ეს ფეხბურთელების დამსახურებაა და ვთვლი, რომ მათ კიდევ გააჩნიათ ის მოგების ჟინი, რომელიც ბიჭებში გვარდიოლამ ჩანერგა.”
