ტიტო ვილანოვას გუნდი 2012/13 სეზონის პირველი ოფიციალური მატჩის წინ მზადებას სრული შემადგენლობით აგრძელებს. მწყობრში მყოფი ყველა ფეხბურთელი დღევანდელ სესიაზე ”სიუტატ ესპორტივას” ნომერ პირველ მოედანზე ვარჯიშობდა. მათ შორის იყო ჩილელი ფეხბურთელი, ალექსის სანჩესი, რომელიც სანაკრენო მატჩებიდან გუნდს ყველაზე გვიან დაუბრუნდა. ”ბარსა ბ”-დან გუნდთან ერთად კრისტიან ტელიო და სერხი რობერტო იმყოფებოდნენ.
პუიოლი და დოს სანტოსი გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ
გუშინდელი დღის მსგავსად კარლეს პუიოლი და ჯონათან დოს სანტოსი თანაგუნდელებთან ერთად იტვირთებოდნენ. ტიაგო ალკნატარ კი კვლავ თანაგუნდელებისგან განცალკევებით, სპეციალური პროგრამით ასრულებს აღდგენით სამუშაოებს.
სავარჯიშო სესია შაბათს 09:00 საათზე
”რეალ სოსიედადთან” მატჩისთვის მზადებას გუნდი შაბათს გააგრძელებს. დახურულ კარს მიღმა სესია 09:00 საათზე დაიწყება, მისი დასრულების შემდეგ კი ტიტო ვილანოვა მატჩის წინა პრეს-კონფერენციას გამართავს.















