მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გვარდიოლამ ბრაზილიას უარი უთხრა

გვარდიოლამ ბრაზილიას უარი უთხრა

 ხოსეპ გვარდიოლას წარმომადგენელმა, ხოსე მარია ორობიგტმა უარყო ინფორმაცია, რომ თითქოს ესპანელი სპეციალისტი ბრაზილიის ნაკრებს ჩაუდგებოდა სათავეში. შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს ბრაზილიური პრესა ავრცელებდა ინფორმაციას, თითქოს გვარდიოლასთან შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ეს ყველაფერი მისივე აგენტმა უარყო.

“არასდროს არ გვქონია ბრაზილიის ფეხბურთის ფედერაციასთან (CBF) კონტაქტი” – დარწმუნებით განაცხადა აგენტმა ყოველდღიურ გაზეთ Deportivo Lance-სთან ინტერვიუში.

ხოსე მარია ორობიგტმა თქვა, რომ გვარდიოლას თხოვნით ყველანაირ შემოთავაზებას უარით ისტუმრებს. თავად გვარდიოლას უთქვამს, რომ არანაირ კონტრაქტს არ მოაწერს ხელს, ვინაიდან სურს მინიმუმ ერთი წელი მაინც დაისვენოს ფეხბურთისაგან.  

“გვარდიოლა ცხოვრობს ნიუ იორკში თავის ცოლთან და შვილებთან ერთად, რომლებიც უკვე სკოლაში დადიან” – განაცხადა ორობიგტმა, რომელიც აშკარად უარყოფდა ყველანაირ კონტაქტს გვარდიოლასა და სხვა რომელიმე გუნდს შორის.

აგენტმა აღიარა, რომ იყო შემოთავაზება რუსეთის ნაკრებიდანაც, მაგრამ ეს უკანასკნელიც უარით გაისტუმრეს. “ძნელია ილაპარაკო მომავალზე, მაგრამ ვფიქრობ გვარდიოლა დაუბრუნდება თავის ძველ საქმიანობას. გეტყვით მეტსაც, იგი არ ჩაუდგება სათავეში რომელიმე ნაკრებს. ხოსეპს უყვარს კლუბები, განსაკუთრებით ევროპული გუნდები” – განაცხადა ხოსე მარია ორობიტგმა.

  

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში