”რეალ სოსიედადის” წინააღმდეგ შეხვედრაში ”ბარსელონა” ზედიზედ მეოთხე შეხვედრას ჩაატარებს ”ნოუ კამპზე” პრიმერას პირველ ტურში.
ბოლო სეზონებში კატალონიური კლუბი წარმატებით ატარებს სადებიუტო შეხვედრებს: ”ნოუ კამპზე” და მის მიღმა მოპოვებულია 6 გამარჯვება, 3 ფრე და 1 მარცხი. ბოლოს გუნდი სადებიუტო შეხვედრაში 2008/09 სეზონში, გასვლით შეხვედრაში, ”ნუმანსიასთან” დამარცხდა. შემდეგ 3 სეზონში კი სტარტზე გუნდმა ყველა მატჩი მოიგო, გაიტანა 11 გოლი და საკუთარ კარში არცერთი არ მიუღია.
”ვილიარეალი”, ”რასინგი” და ”სპორტინგი”
გასულ სეზონში სადებიუტო შეხვედრა გუნდს ”მალაგასთან” უნდა ჩაეტარებინა, თუმცა ფეხბურთელების გაფიცვის გამო გუნდს სტარტი ”ვილიარეალთან” შეხვედრა ჰქონდა. ”ბარსამ” 5:0 იმარჯვა, გოლები ტიაგოს, სესკის, ალექსისის და მესის (2) ანგარიშზეა.
1 წლის წინ მათ ჩემპიონატი სტუმრად, ”რასინგთან” 3:0 გამარვებით დაიწყეს (გოლები მესიმ, ინიესტამ და ვილიამ გაიტანეს). ამავე ანგარიშით გაიმარჯვა გუნდმა 2009/10 სეზონის სადებიუტო შეხვედრაში. ”ნოუ კამპზე” ბოიანის, კეიტას და იბრაჰიმოვიჩის გოლებით ხიხონის ”სპორტინგი” დამარცხდა.