მიმდინარე სეზონის განმავლობაში ”ბარსელონა” კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებას ლეო მესისთან დაიწყებს, გვაცნობს ”El Mundo Deportivo”.
მხარეებს ჯერ ამ თემაზე საუბარი არ დაუწყიათ, თუმცა მოსალოდნელია, რომ კატალონიური კლუბი ფეხბურთელს ახალ შეთავაზებას მიმდინარე სეზონში გაუკეთებს. ასევე მოსალოდნელია, რომ არგენტინელი ფეხბურთელის ხელფასი გაიზრდება, თუმცა კონკრეტული ციფრები არ სახელდება.
შეგახსენებთ, რომ მიმდინარე ხელშეკრულების თანახმად ლეო მესი ”ბარსელონაში” 2016 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
