მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო: ”გუნდი შესანიშნავად ხვდება ჩემპიონატის დასაწყისს”

ტიტო: ”გუნდი შესანიშნავად ხვდება ჩემპიონატის დასაწყისს”

ტიტო ვილანოვა პრე-სეზონის 5 მატჩის შემდეგ ოპტიმიზმით სავსეა. მწვრთნელმა მატჩის შემდეგ განაცხადა: ”გუნდი შესანიშნავად ხვდება ჩემპიონატის დასაწყისს. ჩვენ შევძელით და ფეხბურთელების ერთი ნაწილით 2 კვირა სრულად ვივარჯიშეთ, დანარჩენები ნაკლებად მუშაობდნენ”. ფეხბურთელების მეორე ნაწილს – ესპანეთის ნაკრების წარმომადგენლებს შაბათის შეხვედრაში სხვებთან შედარებით ნაკლები სათამაშო დრო მიეცათ, ამის შესახებ ტიტომ განაცხადა: ”მე მსურდა, რომ მათ მეტი ეთამაშათ, მაგრამ მოედნის მდგომარეობამ გეგმები შემიცვალა”.

”გუნდი კარგ დონეზე იმყოფება, ჩვენ შესანიშნავ ფორმაში ვართ” – განაცხადა მწვრთნელმა, რომელიც ჯერ-ჯერობით არ ფიქრობს, თუ რა შემადგენლობას დააყენებს ”რეალ სოსიედადთან” შეხვედრაში. ”როდესაც ფეხბურთელები სანაკრებო შეხვედრებიდან დაგვიბრუნდებიან ვნახავთ, თუ ვინ რა მდგომარეობაშია, ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას”. როდესაც ესპანეთის ნაკრებში გამოძახებულ ფეხბურთელებზე ჰკითხეს ტიტომ პირდაპირ განაცხადა: ”დელ ბოსკე იმ ფეხბურთელებს ირჩევს, რომლებიც სურს და ჩვენ ამის გამო საფიქრალი არ გვაქვს. ამჯერად მან 6 ფეხბურთელს უხმო, თუმცა თუკი მას 10 სურს, ყველანი წავლენ ნაკრებში. ეს მისი საქმეა. ჩემთვის გასაგებია, რომ მას ნაკრებში საუკეთესო მოთამაშეები მიჰყავს”.

რაც შეეხება კარლეს პუიოლის ტრავმას, ტიტომ განაცხადა: ”ის ტკივილს გრძნობს, თუმცა უახლოეს დღეებში მწყობრში იქნება”. მეორე ტაიმში სერხი რობერტოს შეცვლის შესახებ, რომელმაც მოედანზე 30 წუთი გაატარა მწვრთნელმა ახსნა, რომ ეს დაგეგმილი იყო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში