კარლეს პუიოლმა გუშინდელი შეხვედრის შემდეგ გახარებული იყო, სადაც მან 45 წუთი გაატარა მოედანზე.
”ყოველ დღე მონდომებულად ვარჯიშობ. ოპერაციის შემდეგ ყოველთვის არის რაღაც უსიამოვნო შეგრძნებები, მაგრამ ახლა თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. ახლა თამაშისთვის მზად ვარ. ამხანაგური მატჩები ფორმის დაბრუნებაში დამეხმარება”.
მარკ ბარტრას შესახებ კაპიტანმა განაცხადა: ”მასზე ზეწოლა არ უნდა მოვახდინოთ, თუმცა ის პირველ გუნდში სათამაშოდ უკვე მზადაა. ის ჩვენი გუნდის დაცვის ფეხბურთელია მომავალი 10 წლის განმავლოაბში”.
მატჩის შესახებ კარლესმა თავისი აზრი დააფიქსირა: ”ჩვენმა მეტოქემ კარგი მატჩი ჩაატარა. ვფიქრობ, რომ ისინი უფრო მაღალ დონეზე ითამაშებენ, თანაც თუ გავითვალისწინებთ მათ მიერ უკვე განხორციელებულ თუ განსახორციელებელ ტრანსფერებს. ამ გუნდს შეუძლია მაღალი მიზნებისთვის იბრძოლოს საფრანგეთის ჩემპიონატში, ისევე როგორც ჩემპიონთა ლიგაში”.
