მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პუიოლი: ”რთულმა ზაფხულმა შედეგი მოგვცა”

პუიოლი: ”რთულმა ზაფხულმა შედეგი მოგვცა”

მას შემდეგ, რაც კარლეს პუიოლმა თამაშის უფლება მიიღო პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც თავისი აზრი გაგვიზიარა მომავალი სეზონის წინ. ”ყოველ დღე თავს უკეთ ვგრძნობ. უკან ბევრი ვარჯიში მოვიტოვეთ. ზაფხული ძალიან რთული იყო, თუმცა მუშაობამ შედეგი მოგვცა. ძალიან მიხარია, რომ ექიმებმა თამაშის უფლება მომცეს. ახლა გუნდისთვის სრულად შევეცდები თავდადებას – ახლა ფორმის აღდგენა მჭირდება, რის შემდეგაც იმედს ვიტოვებ, რომ მუხლი არ მიმტყუნებს”.

კონტრაქტის გახანგრძლივებაზე პრობლემა არ იქნება

პუიოლის კონტრაქტი კლუბთან სეზონის ბოლოს იწურება, თუმცა მან განაცხადა, რომ ამის შესახებ კლუბის წარმომადგენლებთან ისაუბრა. ”მე ყოვევლთვის ვგრძობდი, რომ კლუბი, გულშემატკვირები და მწვრთნელი მაფასებენ. უახლოეს დღეებში სუბისარეტას დაველაპარაკები და არავითარი პრობლემა არ უნდა წარმოიშვას. ჩვენ ახლოს ვართ შეთანხმებასთან. ძალიან მსურს კვლავ თამაში. თუკი კლუბს ვჭირდები, მაშინ კარიერას აქ გავაგრძელებ, მაგრამ არ მსურს, რომ ვინმეს რამე ვთხოვო” – განაცხადა პუიმ.

დარწმუნებულია ვილანოვაში

პრე-სეზონის პირველ 2 სეხვედრაში, სადაც არც პიკე და არც პუიოლი არ მონაწილეობდნენ კარგი თამაშით მარკ ბარტრა გამოირჩა. პუიოლის აზრით ის ”ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება გუნდისვის, მაგრამ არ ღირს მასზე ზეწოლის მოხდენა”. ამავდროულად კაპიტანმა განაცხადა, რომ სამწვრთნელო შტაბის ნებისმიერ გადაწყვეტილებას დაეთანხმება ცენტრალური მცველის პოზიციასთან დაკავშირებით. ახალ მთავარ მწვრთნელს პუიოლი სრულად ენდობა: ”ჩვენ ყველანი მნიშვნელოვან როლს ვასრულებთ და ვენდობით ტიტოს. ის ბევრს მოგვცემს ჩვენ. გუნდი კვლავ სროი მიმართულებით ივლის”.

მნიშვნელოვანი პერიოდი

ვილანოვას ერის პირველი ოფიციალური ტიტული შეიძლება ესპანეთის სუპერთასი გახდეს, რომელიც მადრიდის ”რეალთან” შეხვედრაში გათამაშდება. ”პირველი ტიტული ყოველთვის მნიშვნელოვანია. გამარჯვებულმა შეიძლება ფსიქოლოგიური უპირატესობა მიიღოს და ჩვენ ვიბრძოლებთ, თუმცა ეს მატჩები ზეგავლენას ვერ მოახდენს პრიმერაზე და ჩემპიონთა ლიგაზე”. ”რეალის” შესახებ პუიოლმა განაცხადა: ”მადრიდელებთან ჯანსაღი კონკურენცია მიმდინარეობს. ჩვენ სრული ძალებით ვიბრძლოებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ. ვითვალისწინებთ, რომ ისინი იშვიათად უშვებენ შეცდომებს. გამარჯვებისთვის ყველაფერი კარგად უნდა გავაკეთოთ. ახლა მნიშვნელოვანი პერიოდია კარგი მომზადებითვის”.

კაპიტანმა ასევე კლუბის პოზიცია დაიჭირა კატალონიის სუპერთასის შესახებ. პუიოლმა კატეგორიულად განაცხადა: ”კლუბმა ახსნა მიზეზები და ჩვენ ამას მხარს ვუჭერთ. 7 ფეხბურთელი კლუბს ახლა დაუბრუნდა, ხოლო მომზადების ეს ეტაპი ძალიან მნიშვნელოვანია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში