”ბარსელონას” ვიცე-პრზიდენტის, ხოსეპ მარია ბართომეუს მიერ, მაროკოში გაკათებული განცხადების შემდეგ ბრაზილიელი ფეხბურთელის, ნეიმარის ტრანსფერი კატალონიურ კლუბში ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.
როცა ბართომეუს ნეიმარის შესაძლო ტრანსფერზე კითხეს მან პირდაპირ უპასუხა: ”ყველას სურს, რომ ის ”ბარსელონაში” ოლიმპიადის შემდეგ გადავიდეს”. ამჟამად ფეხბურთელს ”სანტოსთან” აქვს კონტრაქტი გაფორმებული, თუმცა ბართომეუმ დაამატა: ”დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ის ევროპაში ითამაშებს. და როცა ეს დრო მოვა, ჩვენ მზად ვიქნებით მისი შეძენისთვის”.
ამჟამად ახალი სპეკულაციები დაიწყო, რადგან ოლიმპიადის დასრულებამდე 2 კვირა რჩება. ეს შესაძლო ტრანსფერი ხსნის იმ ფაქტს, თუ რატომ არ შეიძინა ”ბარსამ” წელს ჟორდი ალბას გარდა არავინ. ჯერ კიდევ არაფერია ცნობილი…
