workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი ტანგერშია

გუნდი ტანგერშია

გუნდი უკვე ტანგერში იმყოფება. ”ბარსელონას” თვიმფრინავი 13:20 საათზე დაეშვა ტანგერის აეროპორტში, სადაც დღეს ღამით გუნდი პრე-სეზონის მეორე შეხვედრას ჩაატარებს ”რაჯა ატლეტიკთან”.

კლუბის დელეგაციას ხელმძღვანელობდნენ ვიცე-პრეზიდენტები, ხოსეპ მარია ბართომეუ და ჟორდი კარდონერი, ასევე წარმომადგენლები სუსანა მონჟე და ჟორდი მოიჩი. მაროკოში ასევე იმყოფება კლუბის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა.

300 გულშემატკივარი აეროპორტში

ფრენა თითქმის 2 საათს გაგრძელდა. გუნდს აეროპროტში დაახლოების 300 გულშემატკივარი ელოდებოდა. შემდეგ გუნდი ”Hotel & Resort Movenpick Tanger”-ში გაემართა, სადაც მატჩის დაწყებამდე დარჩება. გუნდი ბარსელონაში ხვალ დაბრუნდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward