workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნიესა ექვს თვეს გამოტოვებს

მუნიესა ექვს თვეს გამოტოვებს

“ბარსელონას” 20 წლის ცენტრალური მცველი მარკ მუნიესა უახლოესი 6 თვის განმავლობაში ფეხბურთის თამაშს ვერ შესძლებს. ამის მიზეზი “ჰამბურგთან” გამართულ ამხანაგურ მატჩში მიღებული ტრავმაა.

როგორც იცით, გუშინ ჩატარებულ შეხვედრაში, მუნიესა მოედანზე 46-ე წუთზე შვიდა, მაგრამ შვიდ წუთში, მან მარჯვენა ფეხის მუხლი დაიზიანა. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ტრავმა სერიოზული იყო, დღეს კი, დეტალური სამედიცინო შემოწმების შემდეგ, გაირკვა, რომ ფეხბურთელს ოპერაცია დასჭირდება, რის შემდეგაც, იგი დაახლოებით 6 თვის განმავლობაში იმკურნალებს.

“ბარსას” ოფიციალური საიტის ცნობით, ოპერაციის თარიღი უახლოეს მომავალში დადგინდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward