workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მუნიესამ სერიოზული ტრავმა მიიღო

მუნიესამ სერიოზული ტრავმა მიიღო

პირველ გუნდში დაწინაურების შემდეგ, სადებიუტო მატჩი ძალიან წარუმატებელი გამოდგა მარკ მუნიესასთვის. “ჰამბურგთან” გამართულ შეხვედრაში, ახალგაზრდა ცენტრალური მცველი მოედანზე მე-2 ტაიმში შევიდა, მაგრამ შვიდ წუთში, მან მარჯვენა მუხლი დაიზიანა.

“ბარსელონას” ოფიციალური საიტის ცნობით, ტრავმა საკმაოდ სერიოზულია. თუ რა დრო დასჭირდება მუნიესას მკურნალობას, ეს 25 ივლის, მას შემდეგ გაირკვევა, რაც 20 წლის ფეხბურთელს დეტალური სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება.

 

ახალგაზრდა ფეხბურთელის კარიერაში ეს პირველი სერიოზული ტრავმა არაა. როდესაც მარკი 16 წლის იყო, მან მარცხენა ფეხის მუხლი დაიზიანა, რის გამოც, ფეხბურთელს 10 თვით უქმობა მოუხდა. გამოჯანმრთელებიდან მალევე, მუნიესას ლა ლიგაში დებიუტი ჰქონდა. გვარდიოლამ იგი პრიმერას 37-ე ტურში, “ოსასუნასთან” გამართულ შეხვედრაში, მოედანზე 51-ე წუთზე შეუშვა, მაგრამ ძირითადი დროის დასრუელბამდე 8 წუთით ადრე, ახალგაზრდა ფეხბურთელმა წითელი ბარათი მიიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward