მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი ჰამბურგში არ გაემგზავრება

მესი ჰამბურგში არ გაემგზავრება

”ბარსელონას” ლიდერმა, ლეო მესიმ გუშინდელი დღის მეორე სავარჯიშო სესიაზე დაზიანება მიიღო.

გუშინდელ ვარჯიშზე ფეხბურთელმა დაზიანება მიიღო, რის გამოც მას ვარჯიშის შეწყვეტა ნაადრევად მოუწია. დღეს დილით მესის გამოკვლევები ჩაუტარდა და დადგინდა, რომ ფეხბურთელი ”ჰამბურგთან” ვერ ითამაშებს.

მესის ტრავმის გამო ფინანსურ დანაკარგს განიცდის კლუბი. იმ შემთხვევაში, თუკი ”ჰამბურგთან” ლეო ითამაშებდა ”ბარსა” 1.2 მილიონ ევროს მიიღებდა, ახლა კი ამ შეხვედრიდან ”ბარსელონას” ფინანსური სარგებელი არ დარჩება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში