მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”ბარსელონა” ხავი მარტინესის გადაბირებას ცდილობს

”ბარსელონა” ხავი მარტინესის გადაბირებას ცდილობს

”ბარსელონას” ხელმძღვანელებმა დაიწყეს მოლაპარაკებები ბილბაოს ”ატლეტიკის” წარმომადგენლებთან ნახევარმცველის, ხავი მარტინესის ტრანსფერზე.

კატალონიური კლუბის სპორტული დირექტორი, ანდონი სუბისარეტა უკვე ესაუბრა ბასკური კლუბის პრეზიდენტს, ხოსე ურუტიას.

შეგახსნებეთ, რომ ურუტიას განცხადებით ის ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელს მხოლოდ 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა. ”ბარსა” თავის მხრივ ცდილობს, რომ ბასკები ამ თანხის ეტაპობრივად გადახდაზე დაითანხმოს. ურუტიას ეს ვარიანტი არ მოსწონს და მისი თავდაპირველი მოთხოვნების შესრულებას ითხოვს. ”ბარსელონაში” კი კარგად ესმით, რომ მოლაპარაკების პროცესი ძალიან რთული იქნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში