workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კალათბურთელები მესის აქებენ

კალათბურთელები მესის აქებენ

ლონდონის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტი, ამერიკის საკალათბურთო ნაკრები, ინგლისის დედაქალაქში გამგზავრებამდე ქალაქ ბარსელონას ეწვია. ამერიკელები მზადების ბოლო ეტაპს კატალონიის დედაქალაქში გაივლიან, რის შემდეგაც, ისინი გეზს ინგლისისკენ აიღეს. საკალათბურთო ელიტის სამმა წარმომადგენელმა – კობი ბრაიანტმა, ლებრონ ჯეიმსმა და კევინ დურანტმა ჟურნალისტებისთვისაც მოიცალეს. სააგენტო EFFE-სთან საუბრისას, მათ ერთხმად განაცხადეს, რომ ლიონელ მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია.

კობი ბრაიანტი: “მესი საუკეთესოა! საუკეთესო! ერთხელ, მისი ვარჯიშის ყურების საშუალება მქონდა და დიდი სიამოვნება მივიღე”.

ლებრონ ჯეიმსი: “მესი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. ის ყველა დროის საუკეთესო გახდება, თუ ჯერ არ არის”.

კევინ დურანტი: “მესი წარმოუდგენელ ფეხბურთს თამაშობს. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მისი თამაში ნანახი მაქვს და ის შესანიშნავია”.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward