”ბარსა” სპორტული დირექტორი, ანდონ სუბისარეტა აცხადებს, რომ კლუბი მასკერანოსთან მოლაპარაკებებს განაგრძობს. იუწყება Goal.Com.
”მოლაპარაკებას მასკერანოსთან ვაგრძელებთ. მოლაპარაკების მთავარ სტადიაზე ვართ ახლა”. განაცხადა სუბისარეტამ.
არგენტინელი ფეხბურთელი გუნდში ”ლივერპულიდან” მოხვდა 2010 წელს. მას კონტრაქტი კლუბთან 2014 წლის 30 ივნისს ეწურება.
ინტერნეტ-პორტალ Transfermarkt.de-ს მიხედვით მასკერანოს ფასი 30 მილიონი ევროა.

