მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” “სოსიედადით” მეცამეტედ დაიწყებს

“ბარსელონა” “სოსიედადით” მეცამეტედ დაიწყებს

როგორც იცით, ესპანეთის ჩემპიონატის 2012-13 წლების გათამაშებას “ბარსელონა” “სოსიედადთან” გასამართი საშინაო მატჩით დაიწყებს. ამ სტატიაში გაეცნობით ყველა იმ შეხვედრას, რომელშიც ეს გუნდები ლა ლიგის პირველ ტურში დაუპირისპირდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატის გახსნით ტურში, “ბარსელონა” და “სოსიედადი” ერთმანეთს სულ 12-ჯერ შეხვდნენ. 9-ჯერ “ბარსელონამ” მოიგო, ერთხელ “სოსიედადმა”, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა.

პირველი ასეთი თამაში ლა ლიგის მე-2 გათამაშებაში, 1929-30 წლების სეზონში გაიმართა, როდესაც “ბარსელონამ” მეტოქე საკუთარ მოედანზე 3:0 გაანადგურა. უკანასკნელად, კატალონიელები და სან სებასტიანელები ჩემპიონატის პირველ ტურში ერთმანეთს 1997 წელს შეხვდნენ. ის მატჩიც ბარსელონაში გაიმართა და ანალოგიური ანგარიშით დასრულდა – 3:0.

გთავაზობთ, “ბარსელონასა” და “სოსიედადს” შორის ესპანეთის ჩემპიონატის პირველ ტურში გამართული ყველა თამაშის ანგარიშს.

სეზონიმასპინძელიანგარიშისტუმარი
1929-30ბარსელონა3:0სოსიედადი
1932-33სოსიედადი2:2ბარსელონა
1950-51ბარსელონა8:2სოსიედადი
1953-54სოსიედადი0:3ბარსელონა
1955-56სოსიედადი1:2ბარსელონა
1968-69ბარსელონა0:0სოსიედადი
1971-72ბარსელონა3:0სოსიედადი
1974-75სოსიედადი3:2ბარსელონა
1977-78ბარსელონა1:0სოსიედადი
1991-92ბარსელონა2:0სოსიედადი
1993-94ბარსელონა3:0სოსიედადი
1997-98ბარსელონა3:0სოსიედადი

სულ, ლა ლიგაში, “ბარსელონა” და “სოსიედადი” ერთმანეთს 130-ჯერ დაუპირისპირდნენ. კატალონიელებმა 72-ჯერ მოიგეს, სან სებასტიანელებმა – 28-ჯერ, ხოლო 30 თამაში ფრედ დასრულდა. ბურთების შეფარდება – 253:129, რა თქმა უნდა, “ბარსას” სასარგებლოდ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში