ყოფილმა წყალბურთელმა, მანუელ ესტიარტემ, რომელიც 4 წლის განმავლობაში გვარდიოლას მარჯვენა ხელი იყო ”ბარსელონაში” განაცხადა, რომ პეპი სამწვრთნელი სამუშაოს მომავალი წლიდან დაუბრუნდება.
შეგახსენებთ, რომ 4 წარმატებული წლის შემდეგ 41 წლის პეპ გვარდიოლამ დატოვა ”ბარსელონა”, რის შემდეგაც განაცხადა, რომ 2012/13 წლის სეზონში ის ფეხბურთისგან დაისვენებდა.
”ის მომდევნო წელს დაბრუნდება. პეპი დიდხანს ვერ გაძლებს ფეხბურთის გარეშე. დაახლოებით დეკემბერში ის დაბრუნებაზე დაფიქრდება” – განაცხადა გვარდიოლას უახლოესმა მეგობარმა ესპანურ პრესასთან საუბარში.
