El Mundo Deportivo-ს ცნობით, ტიტო ვილანოვას სურს შეიძინოს მეორე დივიზიონში გავარდნილი “ვილიარეალის” ფორვარდის ბრაზილიელი ნილმარი.
წყაროს ინფორმაციით, 27 წლის ნილმარს არ სურს, რომ მეორე დივიზიონში ითამაშოს. მას კონტრაქტი “წყალქვეშა ნავთან” 2014 წლამდე აქვს.
ვილანოვა ნილმარმა მისი უნივერსალურობით და სისწრაფით მოხიბლა. ამასთან “ბარსელონას” მოუწევს გაუწიოს კონკურენცია ბრაზილიურ “ინტერნასიონალს”, რომელსაც მყარად აქვს გადაწყვეტილი ფეხბურთელის შეძენა. ბრაზილიური კლუბი ნილმარში 5 მილიონ ევროს იხდის.
