workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსა” ტორესის სანაცვლოდ 46 მილიონს იხდის

“ბარსა” ტორესის სანაცვლოდ 46 მილიონს იხდის

“ბარსელონა” უკვე სერიოზულად დაინტერესდა ესპანეთის ნაკრებისა და ინგლისის “ლივერპულის” ფორვარდით, ფერნანდო ტორესით, იტყობინება AS. წყაროზე დაყრდნობით კატალონიელები მზად არიან “ელ ნინიოს” სანაცვლოდ 46 მილიონი გადაიხადონ. თუ ეს ტრანსფერი განხორციელდა, “ბარსას” შვიდი ფორვარდი ეყოლება. კატალონიელთა შემადგენლობაში ახლა ეს შემტევებია:ზლატან იბრაჰიმოვიჩი, ლეო მესი, პედრო, ბოიან კრკიჩი, ტიერი ანრი და დავიდ ვილა. ამ ამბავს უფრო რეალურს ის ხდის, რომ “ბლაუგრანას” პრეზიდენტი სანდრო როსელია, რომელიც ტორესს კარგად იცნობს. ფერნანდო 2007 წელს გადავიდა “ლივერპულში”. მან პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 79 მატჩში 56 გოლი გაიტანა, ხოლო ესპანეთის ნაკრების შემადგენლობაში ჩატარებულ 73 მატჩში 24 გოლი.

 

წყარო:soccernews.ru

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward