მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მარიო ბალოტელის გამოწვევა პიკეს

მარიო ბალოტელის გამოწვევა პიკეს

იტალიის ეროვნული ნაკრებისა და “მანჩესტერ სიტის” ფორვარდმა, მარიო ბალოტელიმ მეტად სკანდალური და გამომწვები განცხადება გააკეთა სოციალურ ქსელ “ტვიტერზე”. იტალიელის ამგვარი ქმედება მიმართული იყო ესპანეთის ეროვნული ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” მცველის, ხერარდ პიკესკენ. ჯერ-ჯერობით ესპანელის პასუხი არ გავრცელებულა და ვნახოთ რა იქნება მოედანზე.

 

“მე ვაპირებ შაკირას დაპატიჟებას ევრო 2012-ის ფინალზე, რათა თავად ნახოს რასაც მის შეყვარებულს ვუზამ”. ამგვარი განცხადება გააკეთა ბალოტელიმ “ტვიტერზე”. 

 

სავარაუდოდ, უნდა ველოდოთ პიკესა და ბალოტელის საკმად ხისტსა და მძაფრ დუელს მოედანზე… 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში