გუშინ ”ბარსელონამ” ოფიციალურად დაადასტურა, რომ ჟორდი ალბას ტრანსფერზე შეთანხმებას მიაღწია ”ვალენსიასთან.
ჟორდი ალბამ ამ სიახლის შესახებ მაშინ შეიტყო, როცა ”ფურია როხა” დონეცკიდან კიევში ჩაფრინდა, სადაც ესპანეთი კვირას ევროპის ჩემპიონატის ფინალში მიიღებს მონაწილეობას.
”ვიცოდი, რომ შეთანხმება ახლოს იყო. ძალიან მოხარული ვარ სახლში დაბრუნებით. გადასვლის შესახებ მაშინ გავიგე, როცა კიევში ჩამოვედით” – განუცხადა 23 წლის ფეხბურთელმა ”მარკას”, რომელიც ”ბარსელონას” აკადემიაში აღიზარდა, თუმცა შემდეგ კარიერა ”ვალენსიაში” გააგრძელა.
