კოტ დ’იუარელი თავდამსხმელი, დიდიე დროგბა ხვალ ”ბარსელონას” ხელმძღვანელებთან გეგმავს მოლაპარაკებას, გვამცნობს ”El Mundo Deportivo”.
დღეს ღამით 34 წლის თავდამსხმელი და მისი აგენტი, ერმინიო მენენდესი ბარსელონაში ჩაფრინდებიან, ხოლო ხვალ განიხილავენ კატალონიურ კლუბში გადასვლის შესაძლებლობას.
არაოფიციალური ინფორმაციით დიდიე დროგბას ”შანხაი შენხუასთან” 1 კვირის წინ გაფორმებულ კონტრაქტში აქვს პუნქტი, რომლის თანახმადაც მას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუძლია კლუბის დატოვება, თუკი მისდამი ინტერესს ”ბარსელონა” გამოიჩენს.

