”ბარსელონასა” და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველმა, სერხიო ბუსკეტსმა ჟურნალისტებთან ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალური შეხვედრის შესახებ ისაუბრა.
”თუკი მადრიდის ”რეალის” ფეხბურთელებმა განაცხადეს, რომ მზად არიან კრიშტიანუ რონალდუს და პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ სათამაშოდ ნიშნავს, რომ ეს ნამდვილად ასეა. ევროპის ჩემპიონატზე კლუბურ დაპირისპირებას ადგილი ვერ ექნება, რადგან ნაკრები პირველ დონეზეა. ევროპის ჩემპიონატის 1/2 ფინალში ჩვენ არა კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ, არამედ პურტუგალიის ნაკრებთან ვითამაშებთ” – განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა.
