მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სავარაუდოდ, ტელიო “ბარსელონას” დატოვებს

სავარაუდოდ, ტელიო “ბარსელონას” დატოვებს

კატალონიის “ბარსელონას” 20 წლის ფეხბურთელი კრისტიან ტელიო სავარაუდოდ, დატოვებს გუნდს. როგორც გაირკვა, “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობა ვერა და ვერ შეუთანხმდა ნიჭიერ თავდამსხმელს ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე.

 

ამომავალი ვარსკვლავით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე ესპანური გუნდი. მათ შორის არიან მადრიდის “ატლეტიკოც” და “მალაგაც”. “ატლეტიკომ” გასულ სეზონში ევროპა ლიგა მოიგო, ხოლო “მალაგამ” კი–მომავალი წლისთვის ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის უფლება მოიპოვა.

 

ტელიო “ბლაუგრანას” ძირითად გუნდში გასული სეზონიდან გამოჩნდა. მან თითქმის ყველა შეხვედრაში, რომელშიც მონაწილეობა მიიღო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში