მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” კომპანის შესაძენად მზადაა

“ბარსელონა” კომპანის შესაძენად მზადაა

კატალონიის “ბარსელონა” ემზადება ინგლისური “მანჩესტერ სიტის” კაპიტნის, ვინსენტ კომპანის საყიდლად, იტყობინება ყოველდღიური გამოცემა “სპორტი”. “ლურჯ–ბროწეულისფერთა” ხელმძღვანელობა ამ ზაფხულს შეეცდება ცენტრალური მცველის დამატებას, რადგან ახლად დანიშნულმა მწვრთნელმა, ტიტო ვილანოვამ საკუთარ ბოსებს ასეთი თხოვნით მიმართა.

 

“ბლაუგრანა” ცდილობდა იტალიური “მილანის” ფეხბურთელის, ტიაგო სილვას დამატებას, თუმცა ამ ყველაფერმა შედეგი არ გამოიღო. ახლა ისინი მანჩესტერული გრანდის დაცვის ბურჯს უმიზნებენ.

 

გასულ წელს, ბელგიის ნაკრების მოთამაშე მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად იქნა აღიარებული. ამაზე დაყრდნობით, რთული სათქმელია, რომ “სიტი” თავის კაპიტანს ასე იოლად გაუშვებს. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში