წარსულში ცნობილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ჰოლანდიელმა იოჰან კრუიფმა განაცხადა, რომ მადრიდის “რეალის” პორტუგალიელმა ვარსკვლავმა კრიშტიანუ რონალდუმ არ უნდა მიაქციოს ყურადღება გულშემატკივრებს და არ უნდა ანაღვლებდეს ისინი როდის რას სკანდირებენ.
“რონალდუ სულ არ უნდა აქცევდეს ყურადღებას იმას, თუ რას იძახიან გულშემატკივრები. მას არ უნდა აინტერესებდეს ტრიბუნებზე მჯდომი საზოგადოება დედამისზე იტყვის რამეს თუ მესიზე. თუ პორტუგალიელს ეს ნერვებს უშლის და ამაზე ბრაზდება, მაშინ აუცილებლად უნდა გაიზარდოს.” –განაცხადა კრუიფმა.
როგორც მოგეხსენებათ, უკვე მოდაშიც კი შემოვიდა, რომ როდესაც რონალდუ ბურთს იღებს, მისი გუნდის მეტოქის ქომაგები მესის სახელს სკანდირებენ.
