მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ინიესტა: თუ ესპანეთი უკვე ჩემპიონია, მაშინ უკეთ თამაში შეუძლებელია”

ინიესტა: თუ ესპანეთი უკვე ჩემპიონია, მაშინ უკეთ თამაში შეუძლებელია”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა ანდრეს ინიესტამ, რომელიც ამჟამად ევროპის ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ეხმარება, პრესკონფერენცია გამართა, სადაც ისაუბრა მისი გუნდის გამოსვლაზე ამ ტურნირზე.

 

–ბევრი დელ ბოსკეს მუშაობით უკმაყოფილოა. თქვენ რა აზრის ხართ?

–დიახ, ვხედავთ, რომ აქეთ–იქიდან ზიზღი მოდის. კრიტიკა ყოველთვის კარგია, მაგრამ ეს უნდა იყოს ჯანსაღი და არა ვიღაცის გამლანძღავი. ჩემი აზრით, ყველაფერი შესანიშნავადაა. უნდა მოვეშვათ და ვიფიქროთ ჩვენს მიზანზე. ძალიან გვინდა 2008 წლის შედეგის განმეორება და ამისათვის მზად ვართ.

 

–ამ ბოლო დროს, ხალხი იმის შესახებ საუბრობს, რომ ესპანეთის ნაკრებში მხოლოდ ინიესტა და კასილიასი თამაშობს…

–აბსოლუტურად არ ვეთანხმები! თამაშებს მთელი გუნდი იგებს და ყოველთვის ბოლომდე იბრძვის. ორი ფეხბურთელი მატჩში წარმატებას ვერ მიაღწევს. ამის მიუხედავად, კასილიასმა მართლა საოცრად ითამაშა ხორვატიასთან. რამდენი ბრწყინვალე ბურთი მოიგერია! 

 

–გულშემატკივართა მოლოდინი ხელს ხომ არ გიშლით?

–ყველას სურს, რომ უკეთ ვითამაშოთ, თუმცა როგორ ვაჩვენებთ უკეთეს თამაშს თუ უკვე ჩემპიონები ვართ? ჯერ–ჯერობით 1/4 ფინალში ვართ და ამით კმაყოფილი ვარ. რა თქმა უნდა გვინდა ამ ტურნირის მოგება. 2004 და 2008 წლებში ჩვენი ძალა ყველამ იცოდა და რთული იყო მათ წინააღმდეგ გამოსვლა. ახლა ყველამ ორმაგად უკეთ იცის რა შეგვიძლია და ბევრად რთულია წარმატების მიღწევა, მაგრამ თავს არ დავზოგავთ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში