მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონას” ჰუმელსი მოუნდა

“ბარსელონას” ჰუმელსი მოუნდა

დორტმუნდის “ბორუსიას” ფეხბურთელმა მატს ჰუმელსმა შესაძლოა კარიერა კატალონიის “ბარსელონაში” განაგრძოს, იტყობინება ESPN. ჰუმელსმა “ბლაუგრანას” ყურადღება ევროპის ჩემპიონატზე დამაჯერებელი გამოსვლით დაიმსახურა.

 

როგორც ირკვევა, “ლურჯ–ბროწეულისფერთა” სპორტულმა დირექტორმა ანდონი სუბისარეტამ უკვე დაიწყო მოლაპარაკებების წარმოება გერმანიის ორგზის ჩემპიონთან მცველის თაობაზე. ჰუმელსის სატრანსფერო ფასი ჯერ–ჯერობით ცნობილი არაა.

 

რაღა შეხსენება გინდათ, ბუნდესნაკრებმა ბრწყინვალედ დაასრულა ევრო 2012–ის ჯგუფური ეტაპი–დაამარცხა რა ყველა მეტოქე, მოაგროვა 9 ქულა და სრული დამსახურებით გავიდა 1/4 ფინალში, სადაც მეტოქედ საბერძნეთი დაუხვდება. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში