”ბარსელონას” მარჯვენა მცველმა, დანი ალვესმა კიდევ ერთხელ ისაუბრა ”სანტოსის” ფეხბურთელის, ნეიმარის კატალონიურ კლუბში შესაძლიო გადასვლაზე. ”ის უნდა გადმოვიდეს ევროპაში, სადაც მეტოქეები მას პატივს სცემენ”. ასევე ალვესმა დაამატა: ”ნეიმარი ”ბარსას” გააუმჯობესებს, ასევე შესანიშნავად მოერგება ჩვენს სათამაშო სტილს”.
დასასრულს ბრაზილიელმა ლატარელმა პეპ გვარდიოლაზე და ტიტო ვილანოვაზე ისაუბრა: ”პეპი ჩვენი საუკეთესო მოთამაშე იყო. როცა ის გვეუბნებოდა, თუ როგორ უნდა გვემოქმედა მოედანზე ეს გამარჯვების ტოლფასი იყო. საერთოდ პეპისთვის რთული იყო მოედანს მიღმა დგომა. ტიტო მისი მარჯვენა ხელი იყო, რომელსაც ასევე მიუძღვის წარმატებებში დიდი როლი. მასთან კარგად ვიქნებით”.
