გუშინ, სამშაბათს, ანდონი სუბისარეტა ესტუმრა სანდრო როსელს ოფისში, სადაც მან ხელი მოაწერა კონტრაქტის გაგრძელებას. ყოფილი მეკარე კლუბში 2014 წლის 30 ივნისამდე დარჩება. შეხვედრაზე იმყოფებოდა ასევე ვიცე-პრეზიდენტი, ხოსეპ მარია ბართომეუ.
12 ივნისს სუბისარეტა და კლუბი შეთანხმდნენ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, თუმცა სიტყვიერ მოლაპარაკებებში 2013 წლამდე იყო საუბარი. ოფიციალურ დოკუმენტებში კი ხელი 2014 წლამდე კონტრაქტს მოეწერა. მასში ასევე ჩართულია პუნქტი, რომლის საშუალებითაც ანდონის, სურვილის შესაბამისად, შეეძლება კიდევ 2 წლით გახანგრძლივება.

