ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვისენტე დელ ბოსკეს დამხმარემ, პაკო ხიმენესმა განაცხადა, რომ ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე კატალონიის “ბარსელონას” სკაუტი ჰყავს გაგზავნილი, რომელიც ხორვატ ლუკა მოდრიჩს აკვირდება და ძალიან კმაყოფილიცაა მისი თამაშით.
“ის ძალიან კარგად თამაშობს. ამ ტურნირზე “ბარსელონას” საკუთარი სკაუტი ჰყავს გამოგზავნილი, რომელიც ლუკას თითოეულ მოძრაობას აკვირდება. იგი ასევე დაესწრო ხორვატიისა და იტალიის დაპირისპირებას. სამწუხაროდ ვერ გაგიმხელთ მის ვინაობას.” –თქვა ხიმენესმა.
როგორც მოგეხსენებათ, მოდრიჩი 26 წლისაა და ამჟამად ლონდონურ “ტოტენჰემში” გამოდის. იგი მოედანზე ნახევარმცველის ამპლუით ასპარეზობს.
