workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ვერონი: “არ უნდა გადავიდეთ იმ გზიდან, რომელზეც ახლა ვდგავართ”

ვერონი: “არ უნდა გადავიდეთ იმ გზიდან, რომელზეც ახლა ვდგავართ”

არგენტინის ნაკრების ნახევარმცველმა, ხუან სებასტიან ვერონმა გააკეთა კომენტარი მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩის შემდეგ, სადაც მარადონას შეგირდებმა დამაჯერებლად, 2:0 დაამარცხეს საბერძნეთის ნაკრები და გავიდნენ 1/8 ფინალში, სადაც მათი მოწინააღმდეგე მექსიკა იქნება. ვერონმა ასევე განაცხადა, რომ მისი გუნდისათვის ძალიან ძნელი იყო 77–ე წუთამდე სიწყნარის შენარჩუნება.

“ჩვენ მატჩის ბოლომდე შევინარჩუნეთ სიწყნარე და ვაკონტროლებდით ბურთს. სწორედ ამის დამსახურებით გავიტანეთ ორი გოლი და მივაღწიეთ სასურველ შედეგს. აბსოლიტურად ყველა აქებს არგენტინის ნაკრებს, თუმცა ეს თავში არ უნდა აგვივარდეს. ჩვენ ვიცით რა გვინდა და რა შეგვიძლია. ასევე მინდა ვთქვა, რომ ჩვენ სწორ გზას ვადგავართ და ამ გზიდან არ უნდა გადავუხვიოთ.” განაცხადა ვერონმა.

არგენტინელი ლეგენდა 35 წლისაა და მართლაც დიდი მიღწევაა ასეთ ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე თამაში, თან ძირითად შემადგენლობაში.

 

 წყარო: soccer.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში