მოლაპარაკებები ”ბარსელონას” და ”ვალენსიას” შორის ჟორდი ალბას ტრანსფერთან დაკავშირებით სადაცაა დასრულდება, გამდოგვცემს ესპანური პრესა.
კატალონიური კლუბი ტრანსფერის დასრულებას კვირის ბოლომდე გეგმავს. სიტუაციის ასეთი განვითარების მომხრეა ”ვალენსიაც”, რომელსაც სურს რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს ჟორდი ალბას შემცვლელი ძებნა.
კლუბების წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ შედგება. მოსალოდენლია, რომ სატრანსფერო თანხა 15 მილიონ ევროს შეადგენს, რომელსაც ”ბარსელონა” 4 წლის განმავლობაში გადაიხდის.
”მე ჩემს აგენტს ვუთხარი, რომ საფეხურთო კარიერის გაგრძელება ”ბარსელონაში” მსურს. ეს ჩემი არჩევანია. ახლა კი სრულად კონცენტრირებული ვარ ესპანეთის ნაკრებზე და შემდეგი შეხვედრისთვის ვემზადები” – განაცხადა ჟორდი ალბამ.
