კატალონიის “ბარსელონას” და არგენტინის ნაკრების ვარსკვლავის, ლიონელ მესის მამამ განაცხადა, რომ მისი შვილი “ლურჯ-ბროწეულისფერთა” ახალ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას ადვილად გაუგებს, რადგან ფეხბურთის ენა უნივერსალურია.
“ლეო ვილანოვას ადვილად გაუგებს, რადგან ფეხბურთის ენა უნივერსალურია. ძალიან კარგია, რომ ტიტო მთელი ამ ხნის მანძილზე გვარდიოლასთან მუშაობდა და იცის გუნდის ფილოსოფია.”
მსოფლიოს სამგზის საუკეთესო ფეხბურთელის მამა ასევე შეეხო ნეიმარის სავარაუდო გადასვლას “ბლაუგრანაში”.
“ლეო ამბობს, რომ ნეიმარი კარგი ბიჭია. მათ ჰგონდათ ერთმანეთთან კავშირი და კარგი ურთიერთობა აქვთ. როგორც ჩანს, ბრაზილიელი ძალიან კარგი ადამიანია.” -დაასრულა მესის მშობელმა.
