workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სტოიჩკოვი:”საუკეთესო მაინც მესი იქნება”

სტოიჩკოვი:”საუკეთესო მაინც მესი იქნება”

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა ლეგენდარულმა ბულგარელმა ფორვარდმა ჰრისტო სტოიჩკოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ აფრიკის მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ლიონელ მესი გახდება: “მე ვფიქრობ, რომ ყველაფრის მიუხედავად, მუნდიალის საუკეთესო ფეხბურთელი ლეო მესი გახდება. ლეო ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. თუ მესი არგენტინის ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატს მოაგებინებს, იგი ისტორიას შექმნის. რა თქმა უნდა ახლა მესი ისე ვერ თამაშობს, როგორც მის გულშემატკივრებს სურთ. ახლა ყველა განათლებულია ტაქტიკურად, ყველა კარგადაა მომზადებული როგორც ფიზიკურად ისე ტექნიკურად,” დაასრულა სტოიჩკოვმა. სტოიჩკოვი იოჰან კრუიფის “საოცნებო გუნდის” ნაწილი იყო. ბულაგრელ ფეხბურთელს დიდი წვლილი მიუძღვის ზედიზედ 4–ჯერ პრიმერას მოგებაში და ერთხელ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში. მან “ბლაუგრანას” მაისურით 336 მატჩი ჩაატარა და 162 გოლი გაიტანა.

 

წყარო:barca.ru

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში