მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მანოლო პრესიადო გარდაიცვალა

მანოლო პრესიადო გარდაიცვალა

რამდენიმე დღის წინ დადასტურდა, რომ მანოლო პრესიადო მომავალ სეზონში ”ვილიარეალს” გაწვრთნიდა, დღეს დილით კი ესპანური საფეხბურთო სამყარო შოკშია – გუშინ ღამით, მანოლო პრესიადო 54 წლის ასაკში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

პრესიადო გასულ სეზონში ხიხონის ”სპორტინგიდან” დაითხოვეს, სადაც ის 6 წლის გამავლობაში მუშაობდა. ბოლო დღეებში ის ვალენსიასთან ახლოს მდებარე კურორტზე ისვენებდა, სადაც აწარმოებდა მოლაპარაკებებს ”ვილიარეალის” ხელმძღვანელებთან.

პოლიციის განცხადებით მანოლო პრესიადო სახლში, გულის შეტევით გარდაიცვალა. ადგილობრივმა პოლიციამ და სასწრაფო დახმარებამ ყველაფერი იღონა, თუმცა მწვრთნელის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

მანუელ ”მანოლო” პრესიადო 1957 წლის 28 აგვისტოს დაიბადა. 20 წლის ასაკში მან პროფესიონალური საფეხბურთო კარიერა დაიწყო. ის თამაშობდა სანტანდერის ”რასინგში”, ”მალიორკაში” და ”ალავესში”. 1995 წელს პრესიადომ სამწვრთნელო კარიერა დაიწყო, თავდაპირველად ის ასაკობრივ გუნდებში მუშაობდა, შემდეგ კი უკვე ”რასინგის”, ”ლევანტეს”, ”მურსიას” და ხიხონის ”სპორტინგის” მთავარი მწვრთნელი იყო.

2002 წელს პრესიადოს მეუღლე გარდაეცვალა, რომელსაც კიბო ჰქონდა. 2 წლის შემდეგ მისი უმცროსი ვაჟი ავტოკატასტოფაში დაიღუპა. გასულ წელს კი მანუელმა მამა დაკარგა, რომელიც სანტანდერში მანქანამ გაიტანა.

მანოლო პრესიადო გულშემატკივრებს დაამახსოვრდებათ მწვრთნელი, რომელმაც 8-ჯერ მოახერხა სეგუნდა დივიზიონიდან პრიმერაში გუნდების გადაყვანა. პრიმერაში კი მისი გუნდები ყოველთვის დიდ წინააღმდეგობას უწევდნენ ესპანურ გრანდებს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში