მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონამ” ტრანსფერებისთვის მხოლოდ 25 მილიონი ევრო გადადო

“ბარსელონამ” ტრანსფერებისთვის მხოლოდ 25 მილიონი ევრო გადადო

კატალონიის “ბარსელონამ” გუნდის ახალ მწვრთნელ ტიტო ვილანოვას საზაფხულო ტრანსფერებისთვის მხოლოდ 25 მილიონი ევრო გამოუყო. დამატებითი ფული ვილანოვას მას შემდეგ გადაეცემა, თუ რომელიმე ფეხბურთელი გაიყიდება ხელსაყრელ ფასად.

 

როგორც მოგეხსენებათ, “ბლაუგრანა” ბევრ მოთამაშეს აკვირდება და განსაკუთრებით სურს მცველის დამატება. ხორდი ალბა, “ვალენსიას” ხელმძღვანელობამ 15 მილიონ ევროდ დააფასა, რაზეც კატალონიელებმა უარი თქვეს და არ აპირებენ ამ თანხის გადახდას. 

 

მოთამაშეები, რომლებიც შესაძლოა გამოყენებულ იქნან ტრანსფერებისთვის დამატებითი ფულის საშოვნელად, არიან: სეიდუ კეიტა, დანიელ ალვეში და იბრაჰიმ აფელაი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში