კატალონიის “ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა, ჩავი ერნანდესმა, ისაუბრა ჟურნალისტებზე და ზოგიერთი მათგანი დაადანაშაულა არაკორექტული სტატიების დაწერაში. მსოფლიოს ერთ–ერთმა საუკეთესო ნახევარმცველმა ასევე თქვა, რომ პრიმერა დივიზიონში “ლურჯ–ბროწეულისფერთა” მეორე ადგილზე გასვლა მსაჯების შეცდომებმაც განაპირობა.
“ბევრი ჟურნალისტი იძულებულია დაწეროს სრული სიცრუე და უაზრო სტატიები, რათა შეინარჩუნოს სამსახური და ჰქონდეს ხელფასი. მაგალითად, როცა ჩვენ “ბარსელონაში” ვაკეთებთ 80 გადაცემას, ისინი წერენ, რომ ასეთი მატჩის ყურება მოსაწყენია, ხოლო როცა იგივე ხდება ესპანეთის ნაკრებში, ამ შემთხვევაში ქებას და დიდებას არ გვაკლებენ.”
“რა თქმა უნდა “ბარსელონას” ესპანეთის ჩემპიონატში დამარცხება ცუდმა მსაჯობამ განაპირობა. ამის მიუხედავად, მაინც ვერ ვიტყვით, რომ არბიტრები შეცდომებს განზრახ უშვებდნენ. ცხოვრებაა ასეთი და ხშირად ხდება მსგავსი ფაქტები.” –ციტირებს ჩავის სიტყვებს El Pais–ი.
