ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას, იბრაჰიმ აფელაის ჰოლანდიის ნაკრები წარმატებით განაგრძობს. ბოლო ამხანაგურ მატჩში, რომელიც რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, ჰოლანდიელებმა ჩრდილოეთ ირლანდია 6:0 გაანადგურეს. აფელაის ანგარიშზე 2 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემაა.
37-ე წუთზე, როდესაც ანგარიში 3:0 იყო, აფელაიმ ვან პერსის გადაცემა მიიღო და მეკარეს შორეულ კუთხეში გაუტანა. 51-ე წუთზე, საჯარიმოს წინა ხაზიდან, აფელაიმ შესანიშნავად დაარტყა და ანგარიში 5:0 გახადა. 78-ე წუთზე, აფელაიმ კუთხური მოაწოდა, რასაც ვლაარის ზუსტი თავური და შეხვედრის ბოლო გოლის გატანა მოჰყვა.