მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
რონალდუს “ბარსელონასადმი” სიძულვილი პიკს აღწევს

რონალდუს “ბარსელონასადმი” სიძულვილი პიკს აღწევს

კრიშტიანუ რონალდუს და მადრიდის “რეალის” უმეტესობა ფეხბურთელს (თუ ყველას არა!) კატალონიის “ბარსელონა” რომ სძულს ეს ახალი არაა და ყველამ იცის, თუმცა ასეთ დონეზე თუ იყო ეს ზიზღი და ბოღმა ბევრი ნამდვილად ვერ იფიქრებდა.

 

თურმე, პორტუგალიის ნაკრებს გადაუწყვეტია ღია ვარჯიშის ჩატარება. ამ ვარჯიშზე 10 წლის გოგონაც მივიდა, რათა ფეხბურთელებისგან ავტოგრაფები მიეღო. შემდეგ რა მოხდა, ამას უკვე მისი მამის კომენტარიდან გაიგებთ.

 

“ჩემი ქალიშვილი ფეხბურთელია, თუმცა მისი გუნდის ვარჯიში გადადეს, რადგან პორტუგალიის ნაკრებსაც სწორედ იმავე ადგილას ჰქონდა დაგეგმილი ვარჯიში. მას ტანს “ბარსელონას” ფორმა ემოსა, რომელიც კატალონიაში ექსკურსიისას შევიძინეთ. როდესაც მის წამოსაყვანად მივედი, დავინახე მხიარული და გახარებული პატარები, რომლებსაც გვერდს ჩემი თვალცრემლიანი შვილი “უმშვენებდა”. მან მითხრა, რომ დაესწრო ეროვნული ნაკრების ვარჯიშს და უნდოდა კრიშტიანუსგან ავტოგრაფი მიეღო, თუმცა რონალდუმ 10 წლის გოგონა უარით გაისტუმრა იმის გამო, რომ მას “ბლაუგრანას” ფორმა ეცვა. უბრალოდ არც კი ვიცი რა ვთქვა…” –ციტირებს პატარა გოგონას მამის სიტყვებს Record–ი.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში