მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტერი სამ შეხვედრაში “დაისვენებს”

ტერი სამ შეხვედრაში “დაისვენებს”

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა განიხილა და საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო ლონდონის “ჩელსის” კაპიტნის, ჯონ ტერის საქციელის თაობაზე. ინგლისელი ცენტრალური მცველი დისკვალიფიცირებული იქნა ევროთასების მომავალი სამი შეხვედრიდან.

 

ასეთი გადაწყვეტილება უეფამ მას შემდეგ მიიღო, რაც ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალურ მატჩში ტერიმ არასპორტული საქციელი ჩაიდინა და უმალ გაძევებულ იქნა მოედნიდან. რაღა შეხსენება გინდათ, ჯონმა კატალონიის “ბარსელონას” ფორვარდ ალექსის სანჩესს უკნიდან მუხლი ჩაარტყა, მაშინ, როცა ჩილეელს ბურთიც კი არ ეჭირა.

 

“ლურჯების” კაპიტანს უკვე მოუხდა ლიგის ფინალის გამოტოვება, სადაც მისმა გუნდმა მაინც აჯობა მიუნხენის “ბაიერნს”. რაც შეეხება სასამართლოში აპელაციის შეტანას, ამის გაკეთება ვერდიქტის გამოტანიდან სამი დღის მანძილზე იქნება შესაძლებელი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში