workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
2013 წლიდან, ესპანეთის სუპერთასს ჩინეთი უმასპინძლეს

2013 წლიდან, ესპანეთის სუპერთასს ჩინეთი უმასპინძლეს

დღეს, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციაში ოფიციალურად დაადასტურეს ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, 2013 წლიდან, ქვეყნის სუპერთასის მატჩები ჩინეთში გაიმართება.

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, United Vansen International Sport-თან ხელშეკრულება გაფორმებულია და ეს კომპანია, 2013-2020 წლებში, ქვეყნის სუპერთასის მატჩების ჩინეთის ტერიტორიაზე გამართვას უზრუნველყოფს.

2012 წელს, “ბარსელონასა” და “რეალს” შორის გასამართი მატჩები ესპანეთში ჩატარდება. ქვეყნის სუპერთასის შეხვედრები ჩინეთი 2013 წლიდან გადაინაცვლებს და ხელშეკრულების თანახმად, აზიელები ამ თამაშებს 7 წლის განმავლობაში უმასპინძლებენ. შეხვედრები პეკინის ნაციონალურ არენაზე გაიმართება, რომელსაც “ჩიტის ბუდესაც” უწოდებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ 7 წლის განმავლობაში, ესპანური მხარე 39.5 მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სუპერთასის მატჩების ჩინეთში გამართვისთვის, იტალიის ფეხბურთის ფედერაცია 5 მილიონით ნაკლებს იღებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward