დავიდ ვილიამ აღიარა, რომ ვერ შეძლო გარისკვა და ევროპის ჩემპიონატზე გამგზავრება, რადგან ის ჯერ სრულად გამოჯანმრთელებული არ არის და ამას გარდა ”ბარსელონასთან” აქვს კონტრაქტი.
ასტურიელმა განაცხადა, რომ ფიქრობდა კლუბზე, როცა გადაწყვიტა, რომ ევროპის ჩემპიონატზე აღარ გაემგზავრებოდა. ახალი ბუცი რეკლამის გაკეთებისას ვილიამ განაცხადა: ”მე არ შემეძლო გარისკვა, რადგან ”ბარსელონასთან” გრძელვადიანი კონტრაქტი მაკავშირებს”.
”ელ გუახეს”, რომელსაც ”ბარსასთან” კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული ფეხბურთის თამაშით სიამოვნების მიღება სურს. ოფიციალურ მატჩებში მას გასული წლის დეკემბრის შემდეგ არ უთამაშია, როცა საკლუბო მუნდიალზე ფეხი მოიტეხა: ”უკანასკნელი ვადა 16 ივლისია, როცა გუნდთან ერთად ვარჯიშს დავიწყებ”.
30 წლის თავდამსხმელი ბოლოს ისევ სანაკრებო თემას დაუბრუნდა: ”მე არ გავემგზავრე, რადგან გუნდს საუკეთესო ვილია სჭირდებოდა, მე კი ასეთ დონეზე არ ვარ. ბოლომდე ვარჯიშობდი, რადგან ვიცოდი, რომ ფედერაცია და მწვრთნელი ბოლო წუთამდე მელოდნენ, მაგრამ როცა ცოტა დრო დარჩა მივხვდი, რომ ყველაფერი კარგად არ მიდიოდა. მე პატივისცემით მოვეპყარი როგორც ნაკრებს, ასევე ”ბარსელონას” – დაასრულა ვილიამ.